აშშ უკრაინას VAMPIRE-ის სარაკეტო დანადგარს გადასცემს

გამოქვეყნდა:

კომპანია l3Harris Technologies-მა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტისგან 40 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო, რათა უკრაინას  14 VAMPIRE-ის მრავალმიზნობრივი იარაღის სისტემა გადასცეს.

VAMPIRE-ის სისტემა უკრაინის სახმელეთო ძალებს საშუალებას მისცემს ჩამოაგდოს რუსული დრონები, ასევე თავი დაიცვას ხმელეთზე მოწინააღმდეგის მიერ შექმნილი საფრთხისგან. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემა უკრაინას დაეხმარება თავდასხმებისგან დაიცვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

კონტრაქტის თანახმად, კომპანიამ თავდაცვის დეპარტამენტს 4 VAMPIRE-ის სისტემა 2023 წლის შუა თვეებისთვის, ხოლო კიდევ 10, 2023 წლის ბოლომდე უნდა გადასცეს.

უკრაინისთვის VAMPIRE-ის სისტემის გადაცემა აშშ-ის 3 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარების პაკეტის ნაწილი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი