დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსებმა იძულებითი პასპორტიზაცია დაიწყეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსებმა მასობრივი იძულებითი პასპორტიზაცია დაიწყეს - ინფორმაციას ქალაქის ლეგიტიმური მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

მისი თქმით, პირველი იანვრიდან ყველა მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციისა და საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ხდება რუსული პასპორტის აღება, ხოლო  1-ელი  მარტიდან შეუძლებელი იქნება მარიუპოლის ტერიტორიაზე ბიზნესის კეთება რუსული პასპორტის გარეშე. 

"ასეთი „კანონი“ არ არსებობს, მაგრამ სიტყვიერად გააფრთხილეს ამის შესახებ“, - აცხადებს ანდრიუშჩენკომ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში მძიმე ვითარებაა. ქალაქს არ აქვს წყალი და ელექტროენერგია, რის გამოც ხალხი პირდაპირ სახლებში იყინება:

"სიტუაცია ძალიან ახლოს არის ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. გათბობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია. ცენტრალიზებული გათბობა არ აღდგა ქალაქის უმეტეს ნაწილში. მოსახლეობის მაქსიმუმ 30% არის ჩართული ცენტრალიზებულ გათბობაზე", - განმარტავს ანდრიუშჩენკო.

პარალელურად, ოკუპანტები მარიუპოლის საზღვაო პორტს სამხედრო ბაზად აკეთებენ. რუსებმა დაიწყეს სამუშაოები ნავმისადგომების სამოქალაქო და სამხედრო ნავმისადგომებად დაყოფაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი