რუსების ტყვეობაში 2 000-მდე აზოველი რჩება - კლებოუსი

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე რუსეთის ტყვეობაში 2 000-მდე აზოველი რჩება, - ამის შესახებ განცხადება "აზოვის მცველების ოჯახების ასოციაციის" დამფუძნებელმა, გალინა კლებოუსმა გააკეთა. 

მისივე თქმით, ტყვეებს შორის არიან როგორც კაცები, ასევე ქალები. 

"ჩვენ ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, რადგან ამან შეიძლება სიტუაციაზე გავლენა იქონიოს. ტყვეობაში კვლავ რჩება დაახლოებით 2,000-მდე აზოვის მცველი - ქალები და კაცები", - თქვა გალინა კლებოუსმა. 

უკრაინელი და რუსი ტყვეების გაცვალა ბოლოს 8 იანვარს მოხდა. ამ დღეს სახლში 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის იყვნენ აზოვის მცველებიც. 

როგორც გალინა კლებოუსმა განმარტა, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, ადამიანებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რათა "ყველა საჭირო პროცესი გაიარონ". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი