
ხანძარია მოსკოვის ჩრდილოეთით მეტროსადგურ "დმიტროვსკაიას" მახლობლად. რუსული მედია წერს, რომ ცეცხლი მრავალსართულიანი შენობაში, ავტომომსახურების საწყობში გაჩნდა.
მაშველებმა იმავე შენობაში მდებარე ჰოსტელის ევაკუაცია დაიწყეს. უწყებები ამბობენ, რომ არსებობს ცეცხლის მეზობელ შენობებზე გავრცელების საშიშროებაც.
ხანძრის საერთო ფართობი 1 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.