ლატვიამ უკრაინას სამოქალაქო ავტობუსები და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

ლატვიამ უკრაინას 10 თანამედროვე სამოქალაქო ავტობუსი და მოქალაქეების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.

მისივე განცხადებით, ეს ლატვიის მიერ გამოგზავნილი ავტობუსების მეორე პარტიაა, რომელიც კიევმა ომის დაწყების შემდეგ მიიღო. 

"წინა წლის აპრილის ბოლოს რიგას ვიცე-მერი უკრაინის დედაქალაქს უკვე ეწვია და გადმოგვცა 11 ავტობუსი და ჰუმანიტარული დახმარება. ყველა ავტობუსი, რომელიც კიევმა მიიღო უკვე ოპერირებს ქალაქის მარშრუტებზე", - განაცხადა უკრაინის დედაქალაქის მერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი