უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის გარეუბანში რუსული პოზიციები აიღეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის გარეუბანში გაანადგურეს მტერი და აიღეს რუსების პოზიციები.

სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა სამხედრო ოპერაციის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროფესიული და კოორდინირებული მუშაობის წყალობით, უსაფრთხოების სამსახურმა გაანადგურა 13 და ტყვედ აიყვანა 5  ოკუპანტი. მტრის პოზიციები კი სპეცოპერაციის ძალების ოპერატორების კონტროლის ქვეშ მოექცა.

ვითარება ბახმუტში დაძაბულია და ის ომის ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება. ოკუპანტები არ წყვეტენ ქალაქის შტურმით აღების მცდელობას, თუმცა უშედეგოდ. უკრაინელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ ბახმუტისთვის დაპირისპირება პიკს 2023 წლის იანვარში მიაღწევს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი