40 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საქმეზე ვატიკანში გამოძიება განახლდა

გამოქვეყნდა:

ვატიკანმა, 40 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, ემანუელა ორლანდის საქმეზე, ხელახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების განახლების მიზეზი ორლანდის უფროსი ძმის მოთხოვნა გახდა. იგი ემანუელას საქმეზე სიმართლის გარკვევაში აქტიურადაა ჩართული და ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს არაერთხელ მიმართა.

რამდენიმე კვირის წინ, ემანუელა ორლანდის საქმის ინსპირაციით, Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო. პროექტში ემანუელას მეგობარი გოგოც მონაწილეობდა. მან ინტერვიუში გაამხილა, რომ მისი აზრით, მოზარდს პაპთან დაახლოებული პირი დაესხა თავს. 

ადვოკატის თქმით, ოჯახმა გამოძიების შესახებ მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყო.

ცნობისთვის, 1983 წლის 22 ივნისს 15 წლის ემანუელა ორლანდი ფლეიტის გაკვეთილის შემდგომ შინ არ დაბრუნებულა. შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის გარშემო შეთქმულების თეორიები გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ემანუელა მძევლად აიყვანეს და მის გადაცვლას თურქი ტერორისტის სანაცვლოდ ითხოვდნენ, რომელიც პაპის, იოანე პავლე II-ის მკვლელობის მცდელობის გამო იყო დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი