საჭიროა, რომ გქონდეთ სათანადო პორტი, სათანადო ინფრასტრუქტურით. სწორედ ამიტომ დავინტერესდი ანაკლიის პორტის პროექტით - ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

 თბილისში ვიზიტით მყოფი ნატოს სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ანაკლიის პორტის ყოფილ ინვესტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდება.

გენერალი ბენ ჰოჯესი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მხარდამჭერი არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული, მათ შორის უმაღლესი ტრიბუნებიდან. ბადრი ჯაფარიძესა და ტედ ჯონასთან შეხვედრის მთავარი თემაც, პორტი და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები იყო.

ჰოჯესის თქმით იმისთვის, რომ დიდი ინვესტორები შემოვიდნენ საქართველოში საჭიროა, რომ იყოს სანდო ქვეყანა, გამჭვირვალე საბანკო სისტემით და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით.

"ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში იყო 2013 ან 2014 წელს, როდესაც თქვენს პრეზიდენტს შევხვდი მე მას ვკითხე, როგორ ხედავდა საქართველოს, მან კი მიპასუხა, რომ ეს არის აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყანა, რომელიც არის კარიბჭე ევროპას და ევრაზიას შორის. ასე რომ, საქართველოს მომავალი არის ის, რომ იყოს ეკონომიკური ჰაბი ევროპასა და ევრაზიას შორის ამისთვის კი საჭიროა, რომ სათანადო პორტი გქონდეთ სათანადო ინფრასტრუქტურით სწორედ ამიტომ დავინტერესდი ანაკლიის პორტის პროექტით, მაგრამ იმისთვის, რომ აქ დიდი ინვესტორები შემოვიდნენ გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, საჭიროა საქართველო იყოს სანდო ქვეყანა, გამჭვირვალდა საბანკო სისტემით და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით, რაც ინვესტორების ჩადებულ ფულს დაიცავს" - ამბობს ბენ ჰოჯესი

შეახსენებთ, რომ გენერალი ჰოჯესი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მოწვევით იმყოფება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი