
ირანის ყოფილი პრეზიდენტის, აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის აქტივისტ შვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ჰაეზეფ ჰაშემი თეირანში "აჯანყების წაქეზებისთვის" საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას ბრალი თეირანის პროკურორმა ჰაშემის "სისტემების წინააღმდეგ პროპაგანდის" ბრალდებით წაუყენა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციის დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.
ინფორმაციისთვის, ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა.