ატლანტიკური საბჭოს ახალი კვლევის თანახმად, 2023 წლისთვის რუსეთი ან არშემდგარი სახელმწიფო იქნება, ან დაიშლება

გამოქვეყნდა:

ატლანტიკური საბჭოს ახალი კვლევის თანახმად, საგარეო პოლიტიკის წამყვანი ექსპერტების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ 2023 წლისთვის რუსეთი ან არშემდგარი სახელმწიფო იქნება, ან დაიშლება. 

კვლევის თანახმად, აკადემიური, არაკომერციული, სამთავრობო და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენელი გამოკითხული 167 ექსპერტიდან 46% რუსეთის კოლაფსს მომდევნო ათწლეულში მოელის. ასევე, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი მომდევნო 10 წელში "რევოლუციის, სამოქალაქო ომის" ან სხვა მიზეზის გამო დაიშლება.

დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებით დასუსტდა, პენტაგონმა კი ომს "მასიური სტრატეგიული მარცხი" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი