24 საათზე ნაკლები რჩება მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესის დაწყებამდე, თუმცა ვერც ამჯერად შეძლებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მესამე პრეზიდენტი მასში მონაწილეობის მიღებას. სხდომაზე დიდი ალბათობით კიდევ ორი ამერიკელი სპეციალისტი გამოიკითხება.
ნობელის ლაურეატის ჯეიმს კობისა და ცნობილი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელის დაკითხვით უცხოელი სპეციალისტების გამოკითხვა დასრულდება. პარალელურად ადვოკატები მაგნოტსკის სიის ქართულ ვერსიაზე იწყებენ მუშაობას, რომელშიც ყველა ის პირი მოხვდება ვინც მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაარღვია და მის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა.
მანამდე კი უფლებადაცველებმა ის სასამართლო პროცესი შეაფასეს, რომელზეც პენიტენციური სამსახური კვლავ ექიმებს დაესხა თავს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი