ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე შონ პენი ზელენსკის მიმართვას წაიკითხავს

გამოქვეყნდა:

2023 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობი შონ პენი უკრაინის პრეზიდენტის, 
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას წაიკითხავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ შონ პენი უკრაინაში რამდენჯერმე ჩავიდა. მსახიობმა 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ორგანიზატორებს ზელენსკისთვის ეთერის დათმობა სთხოვა, უარის შემთხვევაში პენი საკუთარი ოსკარის გადადნობით იმუქრებოდა. ზელენსკის ოსკარზე გამოსვლის უფლება არ მისცეს, პენმა ოქროს ქანდაკება არ გაანადგურა, სამაგიეროთ კიევში ჩავიდა ჯილდო ზელენსკის გადასცა. ამერიკელ მსახიობს სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად რუსეთის ტეროტორიაზე შესვლა აეკრძალა.

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია 11 იანვარს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი