უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები ისევ გრძელდება.
მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები ყურადღებას არ აქცევენ საკუთარი პერსონალის დიდ დანაკარგებს და აქტიურ შტურმს აგრძელებს.
"სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტერი ყურადღებას არ აქცევს საკუთარი პერსონალის დიდ დანაკარგებს და აქტიურ შტურმს აგრძელებს. ჩვენს პოზიციებთან მისადგომები, უბრალოდ, მოფენილია მტრის დაღუპული მებრძოლების ცხედრებით.ჩვენი მებრძოლები მამაცურად აგრძელებენ დაცვას.მხოლოდ ძალიან ძლიერ ერს შეუძლია დიდი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ ასე თავგანწირულად ბრძოლა", - წერს ანა მალიარი
ცნობისთვის, რუსეთი ისევ ამტკიცებს, რომ სოლედარზე კონტროლი დაამყარეს. ოკუპანტებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელიც, მათივე მტკიცებით, სოლედერის ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთანა არის გადაღებული.