ზელენსკიმ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს და რენატ კუზმინს, ასევე ყოფილ დეპუტატს ანდრეი დერკაჩს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, - ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 
 

"უკრაინის უშიშროების სამსახურისა და უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, ასევე ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, ოთხ პირს: ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, რენატ კუზმინს, ანდრეი დერკაჩს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. რომანოვიჩი, კუზმინ რენატ რაველიევიჩი და მედვედჩუკი ვიქტორ ვოლოდიმროვიჩი", - თქვა ზელენსკი

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა მართლმადიდებელი ეკლესიის 13 მღვდელმსახურს შეუჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი