
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მიხეილ ბატურინი, რომელიც ამჟამად დაჭრილია და მკურნალობს, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ უკრაინის კლინიკაში მოინახულა.
„ვიყავი ბახმუტის გმირთან, მიხეილ სააკაშვილის მეგობათან, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის",- წერს სოციალურ ქსელში პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, რომელიც საქართველოში ყოფნისას, ორჯერ, არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.
მიხეილ ბატურინი მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. ის "მთავარ არხთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პოლონელმა პოლიტიკოსმა გამოხატა დიდი წუხილი, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "იმყოფება პუტინის ტყვედ საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც ააშენა".
"მხარდაჭერა გამოხატა და მალე გამოჯანმრთელება მისურვა. გამოხატა დიდი წუხილი,რომ ბატონი მიხეილ იმყოფება პუტინის ტყვედ საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც ააშენა. გამამხნევა, რომ ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს. ერთი ეტაპი გავიარე მკურნალობის, სტაბილურადაა ახლა, ჭრილლობა. გადავდივარ სხვა ეტაპზე, სადაც უფრო ვიწროპროფილით უნდა გაგრძელდეს ჩემი მკურნალობა",- ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, მიხეილ ბატურინი.