"ოცნებას" ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია - DRI

გამოქვეყნდა:

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია.

აღნიშნული რეკომენდაცია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას და ძალადობის ფაქტებზე ეფექტიან რეაგირებას ითხოვს. ევროკომისია მე-8 რეკომენდაციაში არაორაზროვნად უთითებს მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობის შესახებ.

"მიუხედავად ამისა, გეგმაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ არაფერია მითითებული. გეგმა მხოლოდ „ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ვალდებულებით შემოიფარგლება, რაც ავიწროებს ევროკომისიის რეკომენდაციას და სრულად არ შეესაბამება მის სულისკვეთებასა და შინაარსს", - აღნიშნავს DRI.

ორგანიზაცია ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ საკუთარი გეგმის შესრულების პროგრესის განსასაზღვრად, პარლამენტს მიმართეს - "პასუხად გეგმის შესასრულებლად „აქტიურად მუშაობის“ დასტური და „ახლო მომავალში“ უფრო  კონკრეტული  ინფორმაციის  მიღების დაპირება მივიღეთ". 

მათი განცხადებით, ამ დრომდე ღია წყაროებში არ იძებნება ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი