
აზიური პასპორტების სამეული მფლობელებს მოგზაურობის უფრო დიდ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე სხვა ქვეყნების პასპორტები - ამის შესახებ ბრიტანული კომპანიის Henley & Partners-ის ანგარიშშია ნათქვამი.
იაპონიის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ან ვიზაზე მოთხოვნით, რეკორდულ 193 მიმართულებაზე მთელ მსოფლიოში, სინგაპურისა და სამხრეთ კორეის პასპორტის მფლობელებს კი
თავისუფლად შეუძლიათ ეწვიონ 192 ქვეყანას.
სამეულის შემდეგ სიაში ევროპული ქვეყნები მოხვდნენ: გერმანიასა და ესპანეთის პასპორტები 190 მიმართულებაა შემდეგ მოდის ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი 189-ით.
რაც შეეხება TOP10 საუკეთესო პასპორტს 2023 წელს, Henley & Partners-ის მიხედვით, სია ასეთია:
1. იაპონია (193 მიმართულება)
2. სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 მიმართულება)
3. გერმანია, ესპანეთი (190 მიმართულება)
4. ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 მიმართულება)
5. ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 მიმართულება)
6. საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (187 მიმართულება)
7. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, შეერთებული შტატები, ჩეხეთი (186 მიმართულება)
8. ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 მიმართულება)
9. უნგრეთი, პოლონეთი (184 მიმართულება)
10. ლიეტუვა, სლოვაკეთი (183 მიმართულება)
ცნობისთვის, პასპორტის სიძლიერის მიხედვით ქართული პასპორტი ამ სიაში 50-ე ადგილზეა. საქართველოს მოქალაქეებს მათი პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ 116 ქვეყანაში.
მსოფლიოში ყვლაზე სუსტ პასპორტად კი, ავღანეთის პასპორტი დასახელდა, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ გადაადგილება მსოფლიოს მხოლოდ 27 ქვეყანაში შეუძლიათ.