
პარიზში, ჩრდილოეთ რკინიგზის სადგურზე Gare du Nord -ში დანით შეიარაღებულმა კაცმა 6 ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
"ორმა პოლიციელმა სამჯერ გაისროლა იარაღიდან და მოახერხა თავდამსხმელის განეიტრალება",- დაწერა შს მინისტრმა, ჯერალდ დარმანენიმ Twitter-ზე.
შინაგან საქმეთა მინისტროს ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც თავდასხმელის შეჩერებას ცდილობდა. მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება მომხდარის სხვა გარემოებები და მოტივები.
სადგური ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მთავარი დამაკავშირებელია პარიზს, ლონდონსა და ევროპის ჩრდილოეთს შორის.