ამერიკელი გასტროენტეროლოგი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და დაავადებების ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც მას აქვს, მათ შორის, კახექსია, ხანგრძლივი შიმშილობის აქტს არ უკავშირდება და გართულებები არასწორი მკურნალობის შედეგია:
"ეს მდგომარეობა ჩემი თვალსაზრისით განვითარდა მას შემდეგ, რაც ის იყო დაპატიმრებული და სიმპტომები გამოვლინდა მხოლოდ 2021 წლის გვიან ნოემბერს. დიახ. ეს ჩემი მოსაზრებაა [ შიმშილობასთან კავშირში არ არის]." ამბობს სტიუარტ ფინკელი.
კითხვაზე, რამ გამოიწვია ასეთ რთული დაავადებებისა და დიაგნოზების ჩამონათვალი, ექსპერტი ამბობს - "მან მიიღო არასწორი მკურნალობა".
ფინკელი ხაზს უსვამს არასწორი მედიკამენტებით მკურნალობასაც:
"მე დავწერე ჩემს ანგარიშში, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც მას მიეცემოდა, მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. მას მიცემული ჰქონდა მრავალი წამალი, რომელიც ცნობილია ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული წამლების სახელით. ეს ის წამლებია, რომლებიც ძირითადად ტკივილგამაყუჩებელ ფუნქციას ასრულებენ და მათ არ უნდა იყოს მიცემული ისეთი პაციენტებისთვის, ვისაც ჰქონდათ ისტორიაში წყლული, ან აქვთ წყლული." ამბობს ფინკელი.
ადვოკატები დაინტერესდნენ და დაუსახელეს კონკრეტული წამლები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილს ასმევდნენ, შეიძლებოდა თუ არა პაციენტისთვის მათი დანიშვნა. ჩამოთვლილ წამლებს შორის ერთ-ერთია იბუპროფენი:
"ეს მედიკამენტები არ უნდა მიცემულიყო, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ არსებობს ჩვენებები და ამ მედიკამენტებს უშველიათ დაამძიმონ და გააუარესონ პაციენტის მდგომარეობა
ფინკელის თქმით, წონაში მკვეთრი კლება შიმშილობის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა და ეს მრავალი ფაქტორის შედეგი იყო, მათ შორის, არასწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის.
გარდა ამისა, ამერიკელი გასტროენტეროლოგი საკუთარ დასკვნაში წერს, რომ აუცილებელი იყო ბიოფსია, რაც მიხეილ სააკაშვილს არ ჩატარებია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მან თქვა, რომ ეს იყო "გადახრა მკურნალობის სტანდარტიდან".
იხილეთ ასევე: