მას აქვს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი - ამერიკელი ექსპერტი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ამერიკელი გასტროენტეროლოგი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი კუჭის კიბოს განვითარების რისკის ქვეშაა  - მას აქვს მომატებული რისკი კუჭის კიბოს განვითარების. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა სრულად შევაფასოთ ეს რისკი, რამდენადაც არაადეკვატური კვლევა იყო ჩატარებული - განაცხადა სტიუარტ ფინკელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ის დისტანციურ რეჟიმში აძლევს ჩვენებას.

ფინკელი საუბრობს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეულ არასათანადო მკურნალობაზე და ამბობს, რომ გასტროენტეროლოგიის კუთხით, აუცილებელი იყო ბიოფსია, რაც არ ჩატარებულა.

გარდა ამისა, ამერიკელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი