
"ტრიუკი 20/20" - ამ სახელწოდებით აქციას ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მოძრაობა "შეცვალე" მართავს.
აქცია მიმდინარეობს ერეკლე დეისაძის სიმღერის "რაც მამას უნდა" ფონზე. აქციის მონაწილეების თქმით, ეს სიმღერა სიმბოლურია, რადგან "ოცნების" მაჟორიტარები სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილების უსიტყვოდ შემსრულებლები არიან.
მოძრაობა ''შეცვალეს'' ერთ-ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავა აქციაზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბით წარსდგა. მან ''ოცნების'' მაჟორიტარების სია წარადგინა და ამ ფორმით ამომრჩევლებს მათი საქმიანობის შესახებ შეახსენა.
ოკუპაციასთან შემგუებელი ჩემი საყვარელი დეპუტატები, ცეკას ყოფილი ინსტუქტორი - ბატონი გია ვოლსკი და ბატონი სერგეენკო, ადამიანები, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც მამას უნდა - მამა ამ შემთხვევაში ვარ მე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი - ნიკა ფარულავა
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ დღეს "ქართული ოცნების" პანაშვიდი იყო.
დღეს ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს უთხრა, რომ მისი მომავალი არის ლოთი სოზარ სუბარი და ის ხალხი, რომლებმაც გააღატაკეს და გააღარიბეს ქართველი ხალხი და ამიტომ ჩვენ, ალტერნატიულ წარდგენას გავაკეთებთ და წარვადგენთ მაჟორიტარებს, რომლებიც ხალხის ქონებას იპარავდნენ, - აცხადებს მოძრაობა ''შეცვალეს'' ერთ-ერთი აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.
მოძრაობა "შეცვალე" პლაკატებს, რომელზეც "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები არიან გამოსახულნი, ბიძინა ივანიშვილს სახლთან დაუტოვებენ.