მექსიკის საზღვართან მიგრანტების მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად აშშ დახმარებას კანადას სთხოვს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკის საზღვართან მიგრანტების მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად კანადის დახმარებას ითხოვს

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, კრისტინა როზალესის თქმით, ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტზე შეხვედრისას კანადამ, შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ სამმხრივი შეთანხმების საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, შეთანხმება ათასობით ადამიანს იმიგრაციაში ლეგალური არხებით მოსახვედრად დაეხმარებოდა იმ რისკების გარეშე, რომლებსაც ისინი მექსიკის საზღვარზე ხვდებიან.

"კანადას თავშესაფრისა და მიგრაციისთვის სპეციფიკური პროგრამები აქვს." -  თქვა კრიტინა როსალესმა.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს ამერიკამ მექსიკის საზღვართან 2,2 მილიონი მიგრანტი დააკავა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი