
ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ შემუშავებული "ელბაზის" შესახებ კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადა. ივნისში ჩატარებული რეფერენდიუმის შედეგად, ყაზახეთის კონსტიტუციას ამ კანონის შესანარჩუნებლად სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
პირველი პრეზიდენტის შესახებ კანონი ნაზარბაევისა და მისი ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვან პრივილეგიებს მოიცავდა. ასევე, "ერის ლიდერის" ხელშეუხებლობას, რომელიც პირველ პრეზიდენტსა და მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებზე ვრცელდება.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის 5 ივნისის რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ, 77%-ზე მეტმა ადამიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კონსტიტუციური სტატუსი - "ერის მამა" ჩამოერთმეოდა.