
ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ათენის საავადმყოფოში, საბერძნეთის უკანასკნელი მეფე, კონსტანტინე II
82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საბერძნეთის მედიის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, კონსტანტინე II-ს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მას კორონავირუსის გადატანა მეორედ მოუწია.
ინფორმაციისთვის, კონსტანტინე II-ის დაკრძალვის ცერემონია ათენთან ახლოს, ყოფილ სამეფო რეზიდენციაში გაიმართება.