"პროგრესი არ არის, პრობლემები ბევრია" - ეს არის მთავარი შეფასება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროკავშირის დოკუმენტში ჩაიწერება. 12-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების შესახებ პირველადი დოკუმენტი იანვრის მესამე დეკადაში გასაჯაროვდება, თუმცა წინასწარი განწყობა უკვე ცნობილია.
ევროპელი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ მთავარი მოთხოვნები - დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სახალხო დამცველის არჩევა - შესრულებული არ არის. გადამწყვეტ ფაქტორად კი კვლავ პოლიტპატიმრების ბედი სახელდება.
საქართველოს ევროპული მომავალი უდიდესწილადაა დამოკიდებული სააკაშვილი-გვარამიას ბედზე - ამბობენ ბრუსელში. თავის მხრივ "ქართული ოცნება" კვლავ თავის მართლების რეჟიმშია - მმართველი პარტია გულგრილია წინასწარი შეფასებების მიმართ, ამტკიცებს, რომ პუნქტების უმრავლესობა შესრულებულია და დადებითი შეფასების მოლოდინშია.