
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სოლედარი რუსებისკონტროლქვეშ არაა. ამ თემაზე მან საღამოს ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, დონეცკის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება.
”ახლა ტერორისტული სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ აჩვენონ, რომ ჩვენი ქალაქი სოლედარის გარკვეული ნაწილი - ქალაქი, რომელიც თითქმის მთლიანად გაანადგურეს ოკუპანტებმა - თითქოს რუსეთის ერთგვარ მიღწევას წარმოადგენს. ისინი წარუდგენენ და უკვე წარუდგინეს ეს თავით საზოგადორბას, რომ მხარი დაუჭირონ მობოლიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც მხარს უჭერს აგრესიას. მაგრამ ბრძოლა გრძელდება”, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა თავდაცვის პოტენციალის გაზრდისთვის.