უკრაინასთან ომში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის, რუსეთში სამხედროს 5 წელი მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

სასამართლომ 24 წლის კაპრალ მარსელ კანდაროვს, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში ომზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ნათქვამია ბაშკირეთის სასამართლოების პრესსამსახურის გზავნილში. 

BBC წერს, რომ დასკვნის თანახმად, ჯარისკაცს ბრალი ედება მობილიზაციის პერიოდში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის მაისში კანდაროვს „არ სურდა მონაწილეობა სპეცოპერაციაში“, არ გამოცხადდა სამსახურში. („სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომს ასე უწოდებს). ის სექტემბერში დააკავეს. განაჩენი 5-წლიან პატიმრობაზე ადვოკატმა გაასაჩივრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი