რომელიმე ფიქრობთ, რომ უკრაინა საქართველოდან მიღებული ომის ხარჯზე გაიმარჯვებს მხოლოდ რუსეთთან? - ხუნდაძე ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

"ჯერ ერთი აქ არის ბევრი საკითხი რა იარაღს გვთხოვენ და ის რომ თითქოს საქართველომ უკრაინისგან მიიღო იარაღი ომის პერიოდში, უკრაინას ომის პერიოდში საქართველოსთვის იარაღი არ გადმოუცემია, მანამდე იყო ეს და მანამდეც, ეს არ იყო საჩუქარი, ეს იყო საკმაოდ წონადი ფინანსური რესურსებით შეძენილი იარაღი და აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თვითონ რადამ ჩაატარა გამოძიება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ამ საკითხებში არ შევდივართ. [...] 

შეიარაღებას საქართველო მისივე ინტერესებიდან გამომდინარე უკრაინას ვერ გადასცემს და თქვენ რომელიმე ფიქრობთ, რომ უკრაინა საქართველოდან მიღებული ომის ხარჯზე გაიმარჯვებს მხოლოდ რუსეთთან ომში? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა იმისა, რომ საქართველო დაფიქსირდეს მხარედ შეიარაღებულ კონფლიქტში. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო უნდა იქცეს მეორე ფრონტად, რაც მიუღებელია". 

თქვა "ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი