
რუსეთმა ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონალური სანქციები შემოიღო ბრიტანეთის მთავრობის წევრების, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
საგარეოს განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ბრიტანეთის მთავრობის "ანტირუსული კურსი და ინტენსიური პროპაგანდა რუსეთის დისკრედიტაციისა და საერთაშორისოში იზოლაციის მიზნით."
ვის დაუწესდა სანქციები, კონკრეტული გვარები დასახელებული არ არის.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვმა ბრიტანეთის ასობით მოქალაქეს დაუწესა საპასუხო სანქციები სწორედ ლონდონის პოზიციის გამო, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს და ეხმარება უკრაინას. რუსეთის მხრიდან, სანქცირებულები არიამ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის წევრები, მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრები, პოლიტიკოსები, სამხედროები, დიპლომატები და ჟურნალისტები წამყვანი ბრიტანული მედიიდან, მათ შორის BBC-დან.