გადავწყვიტე შევერთებოდი კამპანიას, რომელიც მიმართულია მესამე პრეზიდენტის გადარჩენისკენ- ცესკოს ყოფილი პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

გადავწყვიტე შევერთებოდი მეც დღეს ამ კამპანიას, რომელიც მიმართულია მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისკენ- აცხადებს ანა მიქალაძე, ცესკოს ყოფილი პრესსპიკერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნის კამპანიას უერთდება და დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა.

"ვთვლი, რომ ქალბატონ სალომეს აქვს შესაბამისი უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელოს ჰუმანური აქტი, რომლის საშუალებითაც გადარჩება არამხოლოდ ადამიანის სიცოცხლე, არამედ იქნება შენარჩუნებული ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია" - ამბობს მიქელაძე.

გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი - ამ კამპანიის ირგვლივ ქვეყნის შიგნითა და გარეთ, უამრავი ადამიანი გაერთიანდა. ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი იმისთვის, რომ მან შეძლოს საზღვარგარეთ მკურნალობა.

შეწყალების მოთხოვნით წერილები სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეებმა ოკუპირებული აფხაზეთიდანაც გამოუგზავნეს.

წერილები ათონელის რეზიდენციაში დღეს სოფო ჯაფარიძემ  მიიტანა. 

ცნობისთვის, ანა მიქელაძემ ცესკოს პრესსპიკერის თანამდებობა 2020 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი