ზელენსკი და ზალუჟნი - უკრაინელებმა 2022 წლის პოლიტიკოსები დაასახელეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელების ნახევარზე მეტმა 2022 წლის პოლიტიკოსად სახელმწიფოს მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა, მეორე ადგილზე კი  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნია.

რაზუმკოვის ცენტრის გამოკითხვა 2022 წლის 21 დეკემბრიდან 2023 წლის 3 იანვრამდე პერიოდში ჩატარდა.

სოციოლოგებმა დასვეს შეკითხვა: „რომელ უკრაინელ პოლიტიკოსს დაასახელებდით 2022 წლის პოლიტიკოსად?“ გამოკითხულთა 59%-მა ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა, ხოლო ვალერი ზალუჟნი გამოკითხულთა 10%-მა.

გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი  ალექსეი არესტოვიჩი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. 

1%-მა დაასახელა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და სერგეი პრიტულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი