რუსეთი 2023 წლის არჩევნებისთვის უკრაინაში მებრძოლი ოკუპანტების წარდგენას გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსეთი 2023 წლის არჩევნებისთვის უკრაინაში მებრძოლი ოკუპანტების წარდგენას გეგმავს, - ინფორმაციას გაზეთი Ведомости პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ 4 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამ ადამიანებმა თავი გამოიჩინეს, ამიტომ თუ რომელიმე მათგანს პოლიტიკური კარიერის გაკეთება სურს, ამისთვის ყველა შესაძლებლობა აქვთ.  

გარდა ამისა მათივე თქმით, "ყველასთვის მომგებიანია გუნდში ასეთი ბიჭების ყოლა, რადგან საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა".

რუსეთში რეგიონული არჩევნები 2023 წლის 10 სექტემბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი