
აშშ-ის ილინოისის შტატი ნახევრად ავტომატური ცეცხსასროლი იარაღის გაყიდვას კრძალავს. მედიის ცნობით, შეზღუდვა გასულ წელს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილ აღლუმზე მომხდარ მასობრივ თავდასხმაზე პასუხია.
ილინოისის გუბერნატორის თქმით, მან ახალ კანონს ხელი 10 იავარს მოაწერა. მისი თქმით, ახალი კანონით იკრძალება იარაღი, რომლებიც 10-დან 15-მდე ტყვიას იტევენ. ასევე, იკრძალება 50-კალიბრიანი იარაღებიც. პირებს, რომლებიც აღნიშნული ტიპის იარაღებს უკვე ფლობენ, შენახვის უფლება მხოლოდ იარაღის დარეგისტრირების შემდეგ ექნებათ.
ახალი კანონის ცვლილებებს მოქალაქეები აპროტესტებენ, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ კანონი, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და იარაღის სკუთრებაზე ამერიკელების უფლებებს არღვევს.
ინფორმაციისთვის, ილისონის გარდა, იარაღზე აკრძალვების დაწესების კიდევ 8 შტატი აპირებს.