
აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა, გრიფით საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი პარტია აღმოაჩინეს.
NBC News-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახის და რა რაოდენობის დოკუმენტაციაა აღმოჩენილი.
პრეზიდენტის თანაშემწეები საიდუმლო მასალებს სხვადასხვა ადგილას მას შემდეგ ეძებდნენ, რაც საიდუმლო დოკუმენტების ფაილები ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკურ ცენტრში იპოვეს.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტების 10 ფაილი პრეზიდენტის პირადმა ადვოკატებმა, ნოემბერში პენ ბაიდენის დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ანალიტიკურ ცენტრში აღმოაჩინეს, სადაც ბაიდენი 2017-2019 წლებში, ვიცე-პრეზიდენტობის პოსტიდან გადადგომის შემდეგ და საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე მუშაობდა.
დოკუმენტების შესწავლა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო.