
ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას მახლობლად, უკრაინის თავდაცვის ძალები პოზიციებს იკავებენ და ოდნავ გააუმჯობესეს კიდეც - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს სვატოვე-კრემინას მიმართულებით, ასევე ბელოგოროვკას ტერიტორიაზე.
მისივე თქმით, ლისიჩანსკის მახლობლად მდებარე ეს სოფელი [ბელოგოროვკა], მთლიანად განადგურებულია, რადგან ოკუპანტებმა იქ მდინარის გადალახვა სცადეს, თუმცა უშედეგოდ - „ისინი იქ სამჯერ დამარცხდნენ, განადგურდა მტრის 100 ერთეული ტექნიკა და 500-მდე ოკუპანტი“, - აღნიშნა გაიდაიმ.
გაიდაი აღნიშნავს, რომ წარმატება უკრაინელი სამხედროების მხარესაა სვატოვე-კრემინას მიმართულებით.
„ეტაპობრივად, ისინი ათავისუფლებენ ლუგანსკის რეგიონს, ხდება დეოკუპაცია“, - ხაზგასმით აღნიშნა გაიდაიმ.