საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ პუბლიკაციას დეზინფორმაციას უწოდებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
საუბარია haqqin.az -ის სტატიაზე, სადაც წერია, რომ თოვუზის რეგიონის დასაბომბად განკუთვნილი ნაღმტყორცნები, სერბეთმა სომხეთს საქართველოს დახმარებით მიაწოდა
„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ - გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
უწყებაში ამბობენ რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს და ერთობლივად ახორციელებს მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებს.
"აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“ - ნათქვამი ზალკალიანის უწყების განცხადებაში.