
პრეზიდენტის ზელენსკის თავმჯდომარეობით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ბახმუტსა და სოლედარში არსებული ვითარება განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ განიხილეს პარტნიორების მიერ მიწოდებული ტექნიკითა და იარაღით თავდაცვის ძალების გაძლიერების საკითხი.
"ამ ქალაქების დამცველი ქვედანაყოფები სასწრაფოდ და შეუფერხებლად უზრუნველყოფილი იქნებიან საბრძოლო მასალებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით. და ბოლოს, საუბარი იყო შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე ტექნიკითა და იარაღით, რომელიც მოდის პარტნიორებისგან“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხდომის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, თავდაცვის, შს და საგარეო მინისტრები.
ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი და სხვა სამხედრო და სადაზვერვო მაღალჩინოსნები.