
პერუში, ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. 1 თვის განმავლობაში, პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს 48 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მთავრობის წარმომადგენელის თქმით, 37 მშვიდობიანი მოქალაქე და 6 პოლიციელი მას შემდეგ დაშავდა, რაც მომიტინგეებმა ქალაქის აეროპორტის აღება სცადა.
ჩამოგდებული პრეზიდენტის, პეტრო კასტილიოს მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები და გზების ბლოკირება 41 პროვინციაში, ძირითადად პერუს სამხრეთით მოხდა.
ინფორმაციისთვის, საპროტესტო აქციები დეკემბერში დაიწყო, როდესაც პერუს პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ ქვეყნის კონგრესის დაშლის ბრძანება გასცა, ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისამდე მიიყვანა და ამის საპასახოდ პერუს კონგრესმა მისი იმპიჩმენტის პროცესი ჩაატარა, კასტილიო გადაყენებულად გამოაცხადეს.