
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, ცოცხალია უკრაინის 23 მოქალაქე, რომლებიც აქამდე გარდაცვლილებად ითვლებოდნენ. აღნიშნული რუსეთის ომბუდსმენთან, ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის შემდეგ გახდა ცნობილი.
"უკვე გვაქვს შემთხვევები, როცა რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ჩვენი მოქალაქეები და გმირები, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ, ცოცხლები არიან - 23 ჩვენი მოქალაქე. ეს დიდი პოზიტივია", - დაწერა მან Telegram-ზე.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს სიები და მიაწოდეს ერთმანეთს ინფორმაცია.