არ მგონია საინტერესო იყოს უცხოელი, ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოსნების განცხადება სააკაშვილზე - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"არ მგონია ახლა, რომ კიდევ საინტერესო იყოს რომელიმე პიროვნების, მათ შორის უცხოელის ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოსანის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმარი სააკაშვილი უნდა იხდიდეს თუ არა სასჯელს. ყველამ იხილა პატიმარ სააკაშვილის სიმულაციები საჯაროდ, მერე მისივე ექსპერტის აღიარება, რომ ის ორ ბოთლა კონიაკს მიირთმევს ყოველ დღე, და ასეთ ვითარებაში ცარიელ ბოთლებს მერე ექთნებს ესვრის, და ვნახეთ ის რა მდგომარეობაში ოროთახიან ლუქს პალატაში. ბუნებრივია, ამ ფონზე ნებისმიერმა თანამდებობის ყოფილმა თუ ახლანდელმა პირმა, მით უფრო უცხოეთიდან, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ეს იქნება მინიმუმ შეურაცხმყოფელი საქართველოს მოსახლეობისთვის". 

თქვა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი