ცოტა ხნის წინ "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მან მედიასთან კომენტარისას თქვა, რომ უკრაინის მხარემ დაიწყო გამოძიება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე კავშირზეა უფლებადამცველებთან.
"კახექსიური პროცესები გრძელდება და ღრმავდება, რაზეც რამდენი ხანია უკვე ექიმები ლაპარაკობდნენ. ახლა ცოტა ხნის წინ ამერიკელი ექსპერტიც ლაპარაკობდა. ეს რაც შეეხება ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, სახარბიელო მდგომარეობა არ არის.
რაც შეეხება მეორე მხარეს, უკრაინა ძალიან გააქტიურებია, მართლმსაჯულება უკრაინის. ძალიან დაინტერესებულია, იკვლევენ, დაიწყეს ძალიან აქტიურად კვლევა მისი მოწამვლის. [გამოძიება დაიწყო უკრაინამ?] დიახ, დიახ, უკრაინამ დაიწყო გამოძიება", - თქვა ალასანიამ.
პარალელურად, გრძელდება მუშაობა "სააკაშვილის სიაზე". ადვოკატ, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სიაში 15 კაცია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ის კიდევ შეიცვალოს.