"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ასარჩევად, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საარჩევნო კომისიის წევრებმა შეხვედრა გამართეს, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო ტექნიკური დეტალები შეთანხმდა. ენმ-ს Facebook გევრდზე გაიხსნება სპეციალური სარეგისტრაციო ლინკი, სადაც არჩევნებში მონაწილე პირები რეგისტრაციას გაივლიან. 

სარეგისტრაციო პროცესი 26 იანვრის დილის 10:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება.

პარტიაში ამბობენ, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლებიც გააკონტროლებს იმ პირებს, რომლებიც დღეიდან რეგისტრაციას გაივლიან - შემოწმდება ხომ არ აქვთ მათ ყალბი პროფილი, ხომ არ მიაკუთვნებიან სხვა პარტიის მხარდამჭერებსა და სხვა. ამის შემდეგ ამომრჩევლებს მიენიჭებათ ვერიფიკაციის კოდი, რომლითაც ისინი არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. 

ხმის მიცემაც და რეგისტრაციაც ფარული იქნება. 

ცნობისთვის, ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნებში ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი მონაწილეობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი