პოლიტიკასაზოგადოებაპრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალაგამოქვეყნდა: პარასკევი, 13 იანვარი, 2023 - 15:55
საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ადმინისტრაციის ცნობით, ისინი სრულად გათავისუფლდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.