
პარტია "თავისუფალი საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს სიცრუეში ადანაშულებს. პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძე იტყუება როცა აცახდებს, რომ ექიმების რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება, უკვე გადახდილია.
პრესკონფერენციაზე კონკრეტულად დაასახელეს ის სამედიცინო დაწესებულებები სადაც მედიკოსებს სამ თვეზე მეტია კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ.
ჯანდაცვის სისტემაში უკვე რეალურად დაბრუნდა შევარდნაძის დრო, როდესაც რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანება ერიცხება თითქმის ყველა ცენტრალური კლინიკის მედპერსონალს. ერთ-ერთი არის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც მარტის შემდეგ ხელფასები გაცემული არ არის, - პარტია ''თავისუფალი საქართველოს'' თავმჯდომარე კახა კუკავა.