საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ნონა მამულაშვილი პოლოეთის სეიმის ვიცე-სპირეკრს, მალგოჟატა გოშევსკას შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას გოშევსკა სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაში "გამზირის" დამფუძნებელი გიორგი ხვედელიანიც მონაწილეობდა.
გოშევსკა წერს, რომ დეტალურად ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის დახმარების შესაძლებლობებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, რომელის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანაზე ამჟამინდელი პრორუსული ხელისუფლება უარს ამბობს.
"ვისაუბრე პოლონეთის სახელმწიფოს ქმედებებზე მ. სააკაშვილის დასაცავად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მუდმივ მიმართვაზე, იპოვონ მისაღები გამოსავალი საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით. მე ხაზგასმით აღვნიშნე მცდელობები, რომ ეს საკითხი საერთაშორისოდ აქტუალური გახდეს და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მობილიზება მოხდეს.
ვისაუბრეთ, ასევე, ნიკა გვარამიასა და ოპოზიციური მედიის სხვა წარმომადგენლებზე, რომელთა შემთხვევა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც შურისძიება ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.
საუბარში ასევე შევეხე საქართველოს შიდაპოლარიზაციის პრობლემებს, ხელისუფლების მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევას, მმართველი პარტიის ხაზის საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ადამიანების დევნას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევას და ღია მხარდაჭერას ბ.ივანიშვილის ხელისუფლების მიერ",- წერს გოშევსკა Facebook-ზე.
განცხადების დასასრულს გოშევსკა წერს: "მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ამ ბრძოლაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან გამარჯვებას და მ.სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. პოლონეთისა და პოლონელების დიდი მეგობარი უბრალოდ იმსახურებს ამას!".