
შოიგუს ქება და "ვაგნერის" იგნორირება - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სარდლობამ რუსი პროპაგანდისტებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომ უკრაინის ომი "სწორად" გააშუქონ.
ზოგადი რეკომენდაციები შეიცავს 11 პუნქტს. კერძოდ, პროპაგანდისტებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება ექსკლუზიურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წყაროებიდან, საინფორმაციო მასალებში კი ხაზგასმით აღნიშნონ პირადად სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვის წამყვანი და პოზიტიური როლი.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, პროპაგანდისტებს დაევალათ თავი შეიკავონ "ვაგნერის" პოზიტიურ კონტექსტში ხსენებისგან.