მთავარ ოპოზიციური პარტიაში წინასაარჩევნო პროცესი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ამომრჩევლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. პროცესი ორი კვირის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება და პარტიის მხარდამჭერები ფეისბუქ ანგარიშით დარეგისტრირებას შეძლებენ. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს დაიწყება.