ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წესი იცვლება. იმ პირებისთვის რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილდებიან, წლის ბოლოდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება. სავალდებულო ხდება სპეციალური განაცხადის შევსება და მოსაკრებლის გადახდა. მონაცემები კი შესაბამისი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის ბაზაში აისახება. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ევროპაში მოგზაურობის მსურველებზე ნებართვა 3 წლის ვადით გაიცემა.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე