"მილანი" 150 000 ევროს გამოყოფს ირპენში საფეხბურთო სტადიონის აღდგენისთვის

გამოქვეყნდა:

იტალიის საფეხბურთო კლუბი "მილანი" 150 000 ევროს გამოყოფს კიევის ოლქის ირპენში მდებარე "ჩემპიონის" საფეხბურთო სტადიონის აღდგენისთვის.

ეს ყველაფერი უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს შუამავლობით ხდება, რომელიც  United24 პლატფორმის ერთ-ერთი ელჩია. პლატფორმის ფარგლებში გროვდება ფული, უკრაინის აღდგენისა და რუსული აგრესიით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად.

შეგახსენებთ, ანდრეი შევჩენკო იტალიურ საფეხბურთო გრანდში 1999–2006 წლებში თამაშობდა. 

"ჩემპიონის" სტადიონი რუსმა ოკუპანტებმა 2022 წლის მარტში გაანადგურეს. სტადიონის სრულად აღდგენისთვის 600 000 ევროა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი