ხარკოვში ოკუპანტებმა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს - ქალაქის მერი

გამოქვეყნდა:

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ დილით ქალაქი კვლავ დაბომბეს რუსმა ოკუპანტებმა. მისი თქმით, ხარკოვის სამრეწველო ოლქში ორი С-300 რაკეტა ისროლეს. 

"რაკეტები ინფრასტრუქტურისკენ იყო მიმართული. ჩვენ ვაზუსტებთ ინფორმაციას მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ", - წერს მერი ტელეგრამის არხში.

უკრაინული მედია იუწყება, რომ ხარკოვის ნაწილში ელექტროენერგია არ არის, მეტროს მუშაობა კვლავ შეჩერებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი